გლდანში ”საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს

გლდანში ”საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს

გლდანში ”საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს. შემთხვევა 26 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ექსპრეს ფილიალში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა. ამ დროისთვის უცნობია რა თანხის წაღება მოახერხეს ბოროტმოქმედებმა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაყობას გულისხმობს. რაც შეეხება ყაჩაღობაში მონაწილე პირების დადგენასა და დაკავებას, როგორც შსს-ში განმარტავენ, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.