აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაერო არ იყენებს იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია.
„გაერო-ს იმხელა პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ახლა ის წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობენ და სასიამოვნოდ ატარებენ დროს. რა სამწუხაროა“, - დაწერა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა 24 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი ინაუგურაციის შემდეგ „გაერო-სთან დაკავშირებით ყველაფერი შეიცვლება“.
„რაც შეეხება გაერო-ს, ყველაფერი შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.