საპარლამენტო მმართველობის ფორმა არ შეიცვლება, - ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იყო საუბარი.
”ერთადერთი წინასწარი გადაწყვეტილება გვაქვს შემდეგ საკითხზე - ეს არის მმართველობის ფორმა. არსებულ მმართველობის ფორმას ჩვენ შევინარჩუნებთ, ეს არის საპარლამენტო მმართველობის ფორმა, რომელიც მოქმედებს დღეს. ეს ფორმა არ შეიცვლება. დარჩება საპარლამენტო მმართველობა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელი კომისიის სხდომაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.