დღეს გვაქვს უნიკალური ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვაყალიბოთ კონსტიტუცია

დღეს გვაქვს უნიკალური ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვაყალიბოთ კონსტიტუცია

დღეს გვაქვს უნიკალური ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვაყალიბოთ კონსტიტუცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე მხირვ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრეძლევადიან დემოკრატიულ განვითარებას.

„ჩვენ ვიცით, როგორი მემკვიდრეობა მივიღეთ 2012 წელს. კონსტიტუცია 2010 წელს განახლდა. არსებითი ცვლილებები შევიდა, რაზეც ვენეციის კომისიის მიერ დასკვნა იყო ცალსახად ნეგატიური, იყო მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც მაშინ პარლამენტმა არ გაითვალისწინა და კონსტიტუციაში არის ხარვეზები, რაც ეხება ხელისუფლების განაწილების პრინციპს, ურთიერთკონტროლისა და ურიერთდაბალანსების თვალსაზრისით. ეს პრინციპები არის დარღვეული კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში, რაზეც ხაზგასმით საუბრობდა ვენეციის კომისია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ხარვეზები საჭიროებს შესწორებას და ეს ყველაფერი გრძელვადიან ჭრილში უნდა იქნას განხილული.

„ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება კონსტიტუციური ხარვეზების გასწორება და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს არის ერთი ამოცანა და მეორე არის ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური სისტემა და ისეთ სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც დროს გაუძლებს“, - განაცხადა კობახიძემ.