მე რომ მკითხოთ, საერთოდ თავიდან დავწერდი კონსტიტუციას, ეს არის ერთგვარად „დაკემსილი კონსტიტუცია“

მე რომ მკითხოთ, საერთოდ თავიდან დავწერდი კონსტიტუციას, ეს არის ერთგვარად „დაკემსილი კონსტიტუცია“

სრულიად აშკარაა, ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს დაზუსტებას, შეკეთებას, გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ექსპერტმა, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მინდია უგრეხელიძემ განაცხადა.

მისი აზრით, კონსტიტუცია თავიდან დასაწერია, გამომდინარე იქედან, რომ ის მრავალჯერაა გადაკეთებული და ერთგვარად "დაკემსილია", თუმცა დროის სიმცირის გამო აუცილებელია, მნიშვნელვანი საკითხების სასწრაფოდ გადაწყვეტა.

"მე რომ მკითხოთ, საერთოდ თავიდან დავწერდი კონსტიტუციას, მაგრამ არა მგონია ახლა ამის დრო იყოს, რადგან ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი სასწრაფო და გადაუდებელ საკითხებს დიდხანს ვერ გადავდებდით. თანაც ვადა არის ძალიან მოკლე. რა არის გასაკეთებელი: 1. აუცილებელია შემდგომი დემოკრატიზაცია ინსტიტუტების 2. თუკი სადმე ბუდოვანია ან რაიმე დასაზუსტებელია რამე უნდა გაკეთდეს, რადგან იმდენჯერაა გადაკეთებული კონსტიტუცია, რომ იგი არის ერთგვარად „დაკემსილი კონსტიტუცია“ და საჭიროა, ძალიან გულდასმით შესწავლა ამ ამბის. 3. მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს კომპეტენციები და ამ კომპეტენციის ფარგლები. ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისა გავიარეთ იმ პირობებში, როდესაც ვერ ვარკვევდით პირველი ვინაა და მეორე ვინაა, ვინ უნდა წავიდეს და ვინ - დარჩეს, ვინ ხელი მოაწეროს და ვინ - არა. ეს ცოტა უხერხულია, როცა საუბარი შეეხება ცივილიზებული ქვეყნის კონსტიტუციას. დღევანდელი შეხვედრა გამოკვეთს იმ სათქმელს, რაც სათქმელია", - აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.