საფრანგეთის ეროვნული პოლიციის დირექტორი - საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე მაღალ დონეზე რჩება

საფრანგეთის ეროვნული პოლიციის დირექტორი - საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე მაღალ დონეზე რჩება

ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე მაღალ დონეზე რჩება, - აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ეროვნული პოლიციის დირექტორმა ჟან-მარკ ფალკონმა ფრანგული გამოცემა Journal du Dimanche-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურები ყოველდღიურად აანალიზებენ ტერორისტული საფრთხის დონეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ტერორისტული საფრთხე მაღალ დონეზე რჩება როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კოალიციაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ“, - განაცხადა საფრანგეთის პოლიციის ხელმძღვანელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწუხარო გამოცდილება ნიცაში და ბერლინში მიუთითებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მძლავრი მექანიზმის არსებობის საჭიროებას. 

„ბერლინის ტერაქტმა შეახსენა საფრანგეთის ყველა პრეფექტებს, რომ საჭიროა საფრთხის არსებული წყაროების გადაფასება, იმის შემოწმება თუ რამდენად კარგად დაცულია საშობაო ბაზრობები, ასევე საშობაო მესები ეკლესიებში“, - აღნიშნა ჟან-მარკ ფალკონმა.