ურეკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ოთხივე გარდაცვლილი სოფელ წვერმაღალას მკვიდრია. ავარიის შედეგად დაშავებული თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.