გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. შესაბამისი რეზოლუცია გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას აშშ-მა თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი არ მიეღოთ. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას“. 

აშშ-ის ელჩმა გაერო-ში სამანტა პაუერმა კენჭისყრის შემდეგ აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნება გამოხატა იმ საკითხში, რომ „დასახლებებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა“. 

„არ შეიძლება ერთდროულად დასახლებების გაფართოების პოლიტიკის გატარება და ორი სახელმწიფოს თანაარსებობის საფუძველზე კონფლიქტის გადაჭრა. საჭირო იყო არჩევანის გაკეთება“, - აღნიშნა პაუერმა. 

რეზოლუციის მიღებას ასევე გამოეხმაურა გაერო-ში ისრაელის ელჩი დანი დანონი, რომელმაც აშშ-ის პოზიცია გააკრიტიკა.

„ვერც უშიშროების საბჭო, ვერც იუნესკო ვერ შეძლებენ ისრაელის ხალხის ისრაელის მიწისგან დაშორებას. ეჭვი არ მეპარება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და გაერო-ს ახალი გენერალური მდივანი ახალ ურთიერთობებს დაიწყებენ“, - დასძინა დანი დანონმა.