24 დეკემბრის 06:00 საათიდან 28 დეკემბრის 03:00 საათამდე ორთაჭალჰესი გაჩერდება, შესაბამისად, ამ პერიოდში თბილისში, მტკვრის კალაპოტში მაქსიმალურად დაიწევს წყლის დონე. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”ენერგო პრო-ჯორჯიადან” აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის გაგრილების სისტემის სრულყოფის მიზნით, სსიპ - იუსტიციის სახლი გეგმავს მტკვარში წყლის საქაჩი ტუმბოების ჩაკიდებას, ამისთვის საჭიროა მტკვრის ჯებირზე ლითონის კონსტრუქციის ჩამაგრება, რის გამოც ჰესის გაჩერებაა საჭირო.