24-25 დეკემბერს, მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების დღესასწაულთან დაკავშირებით, უკრაინის ეკლესიის მეთაური მისი უნეტარესობა ონოფრე, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს ეწვევა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, დელეგაცია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებს, რომლის ხსენებაც 25 დეკემბერს აღინიშნება.
”წმიდა ნაწილები წირვა-ლოცვის დროს 24-25 დეკემბერს დაბრძანებული იქნება წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში და ხალხს ექნება საშუალება თაყვანისცემისა.
ლოცვა დაიწყება 18.00 საათზე, ხოლო წირვა 10:00 საათზე”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.