საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეცვლილა.
როგორც 2030.news-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მათივე ინფორმაციით, სხვა დამატებითი კომენტარი ამ საკითხზე არ გაკეთდება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს დაასახელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კომისიის შემადგენლობაში დასახელდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.