ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო კურსი და გვაქვს ასევე წითელი ხაზები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„განცხადება არ მომისმენია, ამიტომ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო კურსი, გვაქვს ასევე წითელი ხაზები. ჩვენ ამ საგარეო კურსისა და წითელი ხაზების ფარგლებში ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას არ გამორიცხავს.
"არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას. მიმაჩნია, რომ ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ცალკეული მმართველი სტრუქტურების მხრიდან. მნიშვნელოვანია ნორმალური ურთიერთობების დალაგება სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხაზით, ტერორიზმის წინააღმდეგე ერთობლივი ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა ჩვენი უსაფრთხოება არ დააზარალოს. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია",-აღნიშნა პუტინმა.