თბილისის საკრებულომ ნაძალადევის გამგებლად ირაკლი ხელაძის კანდიდატურა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ნაძალადევის გამგებლად ირაკლი ხელაძის კანდიდატურა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ნაძალადევის გამგებლად ირაკლი ხელაძის კანდიდატურა დაამტკიცა.

ირაკლი ხელაძის კანდიდატურასთან კითხვები ჰქონდა საკრებულოს ოპოზიციას.

„ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესდა, რატომ იყო ირაკლი ხელაძის რეკომენდატორად სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე.

როგორც თავად ირაკლი ხელაძემ განაცხადა, იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას იგი უშუალოდ ტაბატაძის დაქვემდებარებაში იყო.

ირაკლი ხელაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

ამ თანამდებობაზე ირაკლი ხელაძემ ზაზა გაბუნია შეცვალა, რომელიც პარლამენტის დეპუტატი გახდა.