დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ვერ ჩაერთვება

დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ვერ ჩაერთვება

დავით უსუფაშვილის კომისიაში ჩართულობა იქნებოდა ძალიან ღირებული, თუმცა მან განმარტა, რომ კომისიის მუშაობაში პოლიტიკური კვოტით მონაწილეობას ვერ მიიღებდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მას პირადად ჰქონდა კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან.

”დავით უსუფაშვილის მუშაობა ამ კომისიის ჩართულობაში იქნებოდა ძალიან ღირებული, თუმცა მან განმარტა, რომ ის პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული. გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს პოლიტიკური წარსული და პოლიტიკური აწმყო, ის ვერც ექსპერტის რანგში ვერ მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.  ეს გახდა მიზეზი იმ სამწუხარო გარემოებისა, რომ დავით უსუფაშვილი ვერ ჩაერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მისი მონაწილეობა ღირებული იქნებოდა კომისიის მუშაობაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.