სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე შესაძლო წევრის ვინაობა უკვე ცნობილია.
2030.news-ის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ იქნებიან ოთარ კახიძე, გიორგი ტუღუში, სერგი კაპანაძე, ზურა ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, სალომე სამადაშვილი, მამუკა ჩიქოვანი და ირაკლი აბესაძე.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიაში გაწევრიანდებიან ლაშა ტუღუში, ჯონი ხეცურიანი, ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი.
გარდა ამისა, მმართველი გუნდიდან კომისიის შემადგენლობაში სავარაუდოდ იქნებიან მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე.
საკონსტიტუციო კომისია სავარაუდოდ 60-კაციანი იქნება.