საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში შესაძლოა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩაერთოს

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში შესაძლოა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩაერთოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას რამდენიმე საათში გაასაჯაროებს.

ირაკლი კობახიძე ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

2030.news-ისთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, როგორც კონსტიტუციონალისტს, კომისიაში მონაწილეობა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შესთავაზონ.

გარდა ამისა, მმართველი გუნდიდან კომისიის შემადგენლობაში სავარაუდოდ იქნებიან, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე.