ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვის შეთავაზება არ მიუღია

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვის შეთავაზება არ მიუღია

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრ ვახტანგ ხმალაძეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვის შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია.

როგორც ხმალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვის საკითხზე მასთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

ამასთან, ხმალაძე ნაადრევად მიიჩნევს საუბარს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსგავსი შეთავაზების მიღების შემთხვევაში.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და ყოფილმა დეპუტატმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ.