27 მაისს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას მსოფლიო ომის ვეტერანებიც უერთდებიან, - ეს განცხადება „ვეტერანთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მსოფლიო ომის ვეტერანებს „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილის პირველი შეხვედრა რევაზ ნაცარიშვილსა და ვახტანგ ჯაფარიძესთან 9 მაისს ვაკის პარკში შედგა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ მათი პრობლემებით პირადად დაინტერესდებოდა. |