ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2016 წლის 19 დეკემბერს, შინაგან საქმეთა ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“  ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები.

"აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე, შემდგომი გამოძიების მიზნით, საქმე გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.