შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული

შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული

ამოქმედდება თუ არა შეჩერების მექანიზმი და გაგვიუქმდება თუ არა უვიზო რეჟიმი მომავალში, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან  საქართველოს მოქალაქეები ევროპაში, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„შესაძლებელია თუ არა, რომ უვიზო რეჟიმი მომავალში გაგვიუქმდეს ეს ბოლომდე, 100%-ით არის დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ქცევაზე, როდესაც ის უვიზო რეჟიმით ისარგებლებს და ჩავა გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში თუ სხვა ქვეყნაში. ეს არის მთლიანად ჩვენზე დამოკიდებული, რომ არ დავარღვიოთ იქაური კანონები, არ მოვინდომოთ იქ დარჩენა, მაშინ როდესაც ვართ 90- დღით შესული და აღარაფერს ვამბობ იმ უმცირესობაზე ჩვენი მოქალაქეების, რომელთა საქციელმაც ეს პროცესი გააჭიანურა, ეს ღიად უნდა ითქვას და რომლებიც დღესაც არიან ჩართული ორგანიზებულ დანაშაულში“,- აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ შეჩერების მექანიზმის კენჭისყრა დღეს წარმატებული იქნება, რადგან შეჩერების მექნიზმი თუ არ იქნა მიღებული, ასეთ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის მიღების გადაწყვეტილებაც არ იქნება.