2016 წლის 15 დეკემბრიდან მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა. ქართული მარკები 4 თემატიკის 7 ახალ საფოსტო მარკას მოიცავს. ახალი მარკები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შესაბამისი ბრძანებით გამოიცა. მარკები რამდენიმე თემას აერთიანებს : ,,მესტია“, „ბაკურიანი“, „გუდაური“; ”ივანე ჯავახიშვილის 140 წელი“; „ალავერდის საკათედრო ტაძარი“; „კოლხური ჯონჯოლი“; „ალავერდის საკათედრო ტაძარი“;
ახალი საფოსტო მარკების შეძენა შესაძლებელია შპს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვის ცენტრებში.