მე ვტოვებ თანამდებობას მწუხარების გრძნობით სირიაში მიმდინარე კოშმარული მოვლენების გამო

მე ვტოვებ თანამდებობას მწუხარების გრძნობით სირიაში მიმდინარე კოშმარული მოვლენების გამო

ბან კი მუნი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე გენერალური მდივნის რანგში სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა. საბჭოს წევრებმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადეს, მან კი თავის მხრივ კოლეგების საქმიანობა დადებითად შეაფასა და მათ სირიაში კონფლიქტის შეჩერებისკენ მოუწოდა.

 “მე ვტოვებ თანამდებობას მწუხარების გრძნობით სირიაში მიმდინარე კოშმარული მოვლენების გამო. მე კვლავ გთხოვთ, რომ გაერთიანდეთ და კოლექტიურად შეასრულოთ თქვენი პასუხისმგებლობა, რათა დაიცვათ სირიის მშვიდობიანი მოსახლოება”- განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ბან კი მუნს უფლებამოსილების ვადა 31 დეკემბერს ეწურება. გაერო-ს ის ორი ვადით, 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1 იანვრიდან მას პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო გუტიერეში შეცვლის.