ბიუჯეტი ერთი მოსმენით მიიღება, ხოლო თანმდევი კანონპროექტები სამი მოსმენით, - ამის შესაებ საპარლამენტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, არავითარი სამართლებრივი პრობლემა ამ შემთხევაში არ არსებობს და ამაზე საუბარი არაკვალიფიციურია.
,,კონკრეტული საკითხები მიმართულია ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ და არა შეფერხებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ თითოეული სვლა, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში მოხმარდება ეკონომიკის გაჯანსაღებას. სტერეოტიპული მიდგომებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. მათ შორის, იურიდიულ სფეროში. ბიუჯეტი ერთი მოსმენით მიიღება, თანმდევი კანონპროექტი სამი მოსმენით. სწორი სამართლებრივი პრაქტიკა უნდა დაინერგოს, რომ ერთი მოსმენით გასატანი კანონპროექტი და სამი მოსმენით გასატანი კანონპროექტი მაინც და მაინც ერთად არ უნდა განიხილოს. გარდა ამისა, თანმდევი კანონპროექტები ამოქმედებას ბიუჯეტს არ დაასწრებენ, აქედან გამომდინარე, არანაირი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არის. მათი ამოქმედების ვადები ერთმანეთს არ უსწრებს. სამართლებრივ პრობლემაზე საუბარი არაკვალიფიციურია."-განაცახდა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.