რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სეპარატისტების მხარდაჭერით აჩვენებს, რომ მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სეპარატისტების მხარდაჭერით აჩვენებს, რომ მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი წლების განმავლობაში მხარს უჭერს სეპარატისტულ მოძრაობებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და ამით აჩვენებს, რომ საფრთხეს წარმოადგენს მეზობლებისთვის, - განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, უილიამ ლაჰიუმ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიულ დისკუსიაზე.

„ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების სიტუაციას საერთაშორისო აუდიტორიის თანდასწრებით და საქართველოს ღირებულებას მოკავშირეებისთვის და მეზობლებისთვის როგორც რეგიონული სტაბილურობის ნაწილს. რაც შეეხება რუსეთს რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში, რუსეთი წლების განმავლობაში მხარს უჭერს სეპარატისტულ მოძრაობებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და ამით აჩვენებს, რომ საფრთხეს წარმოადგენს მეზობლებისთვის. დღევანდელ დისკუსიებზე ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.