პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა. დელეგაციების ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ოდენობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებული დადგენილების შესაბამისად დაადგინა.
10 მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში 53 ძირითადი და 43 სათადარიგო შემადგენლობა განისაზღვრა, რომელშიც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ”ქართული ოცნება“ ძირითადი - 38, სათადარიგო - 30; ”ქართული ოცნება - მრეწველები“ ძირითადი - 2, სათადარიგო - 2; ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადი - 8, სათადარიგო - 7; ”ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ ძირითადი - 2, სათადარიგო - 2; ”საქართველოს პატრიოტები“ ძირითადი - 2, სათადარიგო - 2; უფრაქციო პარლამენტის წევრები ძირითადი - 1.
პროპორციული წარმომადგენლობით განსაზღვრული კვოტები პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა.
ამის შემდეგ პოლიტიკური ჯგუფები მათთვის განკუთვნილ კვოტებზე კონკრეტულ დეპუტატებს წარადგენენ.