საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში იქნება.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს ჟურნლაისტებთან ისაუბრა.
"დიდი იმედი მაქვს, რომ ვიქნები ამ საკონსტიტუციო კომისიაში. ერთ-ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს, დიასპორის საკითხია, რომელიც წყდება კონსტიტუციის გზით. ამითი ვარ უშუალოდ დაინტერესებული. ასევე, დაინტერესებული ვარ ძალიან ბევრი სხვა საკითხით, რომელიც ეხება ჩვენს კონსტიტუციას,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისია ფართო ჩართულობას მოითხოვს საზოგადოების მხრიდან.
"ამიტომ ნაკლებად მესმის პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც კომისიასთან მუშაობაზე უარი განახცადა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.