ევროპული უსაფრთხოების ახალი რეალობა არის ის, რომ რუსეთი ძალისმიერი, აგრესიული ძალა გახდა

ევროპული უსაფრთხოების ახალი რეალობა არის ის, რომ რუსეთი ძალისმიერი, აგრესიული ძალა გახდა

ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი რეალობა არის ის ფაქტორი, რომ რუსეთი გახდა ძალისმიერი, აგრესიული ძალა, რომელიც ცდილობს შეცვალოს საზღვრები ევროპაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ამ წუთებში უსაფრთხოების თემაზე დისკუსია მიმდინარეობს.

”ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოება არის უსაფრთხოების ახალი რეალობა, რომელზეც დღეს საუბარი მიდის. არის ის ფაქტორი, რომ რუსეთი გახდა ძალისმიერი აგრესორი, რომელიც ცდილობს ძალით, სხვადასხვა კომბინაციით, ჰიბრიდული გამოწვევებით შეიტანოს ევროპულ უსაფრთხოებასა და საზღვრებში ცვლილებები. დღევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი განსახილველი თემაც ეს იქნება. საბედნიეროდ, საქართველო მოხდა შავი ზღვის ამ დღის წესრიგის ცენტრში. ახალი გამოწვევაა, რომ უნდა მოვახდინოთ ამ გამოწვევების რეალიზება და იმ შედეგების მიღება, რაც დიდი ხნის განმავლობაში და შეუქცევადად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ნატო-ში გაწევრიანებაზე”, - განაცხადა ქუთელიამ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ინიციატივის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს იკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართებაში.

დისკუსიის ძირითადი თემებია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად გამკლავების გზები.

თბილისის სტრატეგიული დისკუსიების პირველი ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.