გიორგი მარგველაშვილი - თუ შევხედავთ ნატო-ს გაფართოების ისტორიას, ვნახავთ, რომ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიებით მიიღეს ალიანსში

გიორგი მარგველაშვილი - თუ შევხედავთ ნატო-ს გაფართოების ისტორიას, ვნახავთ, რომ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიებით მიიღეს ალიანსში

თუ შევხედავთ ნატო-ს გაფართოების ისტორიას, ვნახავთ რომ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიებით და სადავო საზღვრებით, მათ შორის რუსეთთან, მიღებულნი იქნენ ალიანსში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების თემაზე, ავლაბრის სასახლეში მიმდინარე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულით სარგებელი მიიღო ყველამ - გაძლიერდა ჩრდილოატლანტიკური ალიანი, გაძლიერდნენ თავად ეს სახელმწიფოები, ასევე სარგებელი მიიღო გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილმა რუსეთის ფედერაციამაც კი, რადგან მიიღო ყველზე დაცული საზღვრები და ჰყავს, ამ თვალსაზრისით, დაცული მეზობლები. 

”ჩვენი რეგიონი ოდითგანვე ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო და მისი მომავალი უშუალოდ არის დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან. დღეს შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან სწორედ ამ სივრცეში არსებული კონფლიქტები წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს საერთო ევროპული კეთილდღეობისთვის. ნატო-ს ვარშავის კომუნიკეც სწორედ ამას უსვამს ხაზს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებლობას აღნიშნავს. ვარშავის სამიტის ფინანსურმა დოკუმენტმა ნათლად და ხაზგამსით აღნიშნმა ისიც, რომ ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემის სათავე ნატო-ს საზღვრებს გარეთ მდებარეობს და წევრ სახელმწიფოებს პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.