პრეზიდენტი - სტაბილური, განვითარებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში კეთილდღეობის გარანტია

პრეზიდენტი - სტაბილური, განვითარებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში კეთილდღეობის გარანტია

სტაბილური, განვითარებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში კეთილდღეობის გარანტია, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია გახსნა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი ამოცანა შესაძლებლობათა ფანჯრისთვის მზადებაა, ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების გამოცდილება. 

”ამ მომენტამდე მიზნად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავება და გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ შეიარაღებულ ძალებზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ სამხედრო კომპონენტზე თავდაცვისუნარიანობის, არამედ ვსაუბრობთ მთლიანად სახელმწიფოს, ქვეყნის მზაობაზე დაიცვას თავისი თავი. 

საქართველოს დღევანდელი ამოცანა შესაძლებლობათა ფანჯრისთვის მზადებაა. ამ კუთხით ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ანალოგიური გზა სულ რამდენიმე წლის თუ ათწლეულის წინ აქვს გავლილი. ამ მიმართულებით ჩვენთვის მისაღები და გასათვალისწინებელია ჩვენი მეგობრების მოსაზრებები. 

სტაბილური, განვითარებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში კეთილდღეობის გარანტია. ეს კი ყველა იმ სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერერსებში უნდა შედიოდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში თანამშრომლობა და განვითარება,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.