მთავარი პროკურორის მოადგილე - საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ბრალეულობა დამტკიცდეს

მთავარი პროკურორის მოადგილე - საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ბრალეულობა დამტკიცდეს

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ბრალეულობა დამტკიცდეს. 
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა აღნიშნული პირები პრეზიდენტმა შეიწყალოს, გოგაძის თქმით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, ამიტომ ის კომენტარს ვერ გააკეთებს. 
”ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ამიტომ მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთბ. მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, რომ დავამტკიცოთ მათი ბრალეულობა”, - განაცხადა გოგაძემ.