თბილისში ბებია და შვილიშვილი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალნენ

თბილისში ბებია და შვილიშვილი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალნენ

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. საქმესთან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.