სტამბოლში ირანის საკონსულოსთან 1 000-მდე ადამიანმა აღმოსავლეთ ალეპოში არსებული სიტუაცია დაგმო

სტამბოლში ირანის საკონსულოსთან 1 000-მდე ადამიანმა აღმოსავლეთ ალეპოში არსებული სიტუაცია დაგმო

სტამბოლში ირანის საკონსულოსთან 1 000 -მდე ადამიანი შეიკრიბა და აღმოსავლეთ ალეპოში არსებული სიტუაცია დაგმო.  დემონსტრანტების უმეტესი ნაწილი ეთნიკურად სირიელია, რომლებიც ოფიციალურ თეირანს მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. 

ანალოგიური აქცია სტამბოლში, რუსეთის საკონსულოსთანაც გაიმართა. დემონსტრანტები ასობით უდანაშაულო ადამიანის დახოცვაზე პასუხისმგებლობას სირიის ხელისუფლებას, თეირანსა და მოსკოვს აკისრებენ.

ირანი და რუსეთი ბაშარ ალ ასადის მთავარი მხარდამჭერები არიან.