"ქართული ოცნების" მიმართვა პროკურატურას (VIDEO)

"ქართული ოცნება" პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. 

მან ჟურნალისტებთან თეთრიწყაროს რაიონში ოფისის დაქირავების დროს შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ყველა სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული ოფისი კანონის დაცვით დაიქირავა, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე გადაეგზავნათ.