ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზოდ იარონ

ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზოდ იარონ

ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზოდ იარონ. ამის შესეხებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ნაწილზეა გადასული. მისივე განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ვადის გადაწევის საშიშროება არ არის.

„ჩვენ გადავედით დასკვნით ნაწილზე. მოხდა გადაწყვეტილება ისეთ რთულ საკითხზე, როგორიც არის შეჩერების მექანიზმი. მე არ ვიცი, რა თარიღი იქნება, თუმცა, ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უვიზოდ იარონ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ თარიღის გადაწევის საშიშროებას“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.