გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს მუსლიმანური რელიგიის გამავრცელებლის მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ულოცავს.

გიორგი კვირიკაშვილი მუსლიმანებს სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას უსურვებს.

"მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ასეთი მეგობრობა აკავშირებთ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ვუერთდები თქვენს ზეიმს. მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.