სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დრო ამოიღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული, როგორც მხარე

სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დრო ამოიღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული, როგორც მხარე

საპარლამენტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც გივი თარგამაძის დაზარალებულად ცნობას შეეხებოდა.

„არ შეიძლება ამის უთქმელობა, რადგან სწორედ თქვენ დროს ამოიღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული, როგორც მხარე. თქვენ დღეს მოიკითხეთ, რატომ არ აცნობენ მას საქმის მასალებს. შეუძლიათ, არ გააცნონ და თუ გააცნობენ, ეს იქნება მხოლოდ კეთილი ნება პროკურატურის. შესაბამისად, ეს საპროცესო უფლება დაზარალებულს არ გააჩნია. 2-3 წლის წინ გარკვეული უფლებები დაემატა, შედარებით რომ გამოსწორებულიყო სიტუაცია“,-აღნიშნა მდინარაძემ.