ხმების ყიდვა, დაშინება და შანტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა

ხმების ყიდვა, დაშინება და შანტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა

ხმების ყიდვა, დაშინება და შანტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განცხადა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღიარებს, რომ საქართველოში უპრეცედენტოს გამჭვირვალე არჩევნები ჩატრდა.

„რაც შეეხება ხმების ყიდვას, დაშინებას და შანტაჟს, - ეს არის, ბატონებო თქვენი ხელწერა. დღეს კი, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო, ყველა ადგილობრივი დმაკვირვებელი ერთხმად აღიარებს, რომ ეს იყოს უპრეცენდენტოდ გამჭირვალე არჩევნები. რა თქმა უნდა, იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ არ მოუხდენიათ არჩევნებზე გავლენა. როდესაც ვსაუბრობთ, თითქოს ჩვენ ვართ რაღაც რეალობას მოწყვეტილი ესეც გაითვალისწინეთ, რომ ამ პოზიციაშიც მარტოები დარჩით“,-განაცხადა მდინარაძემ.