სასკოლო სახელმძღვანელოებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი ზედემტია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება წიგნების თემას, ამასაც არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო და არ გავიხსენო ბაქარაშვილი-ცეცხლაძის საქმე. თქვენ წიგნების დამატებით გამომშვები ადამიანები ციხეში გამოამწყვდიეთ, რომ ამაზე მონოპოლიზაცია მიღწეულიყო. თქვენი მხრიდან ამაზე საუბარი ზედმეტია“,-განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება რეალობას, როგოrც მდინარეძემ აღნიშნა, უფასოდ სასკოლო წიგნების გაცემით, საქართველოში მოსწავლეების ოჯახებმა 80 მილიონამდე დაზოგეს.