„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე სცენას უბრუნდება. ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ჭადრაკის სასახლეში დღეს გაიმართა.
ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური პლატფორმა ახალგაზრდა თაობას გადაულოცა, თავად კი, როგორც აღინიშნა, უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას უბრუნდება.
1InterPressNews.Geრაც შეეხება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალ თავმჯდომარეს, მას ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს.
24 წლის ნიკა მაჭუტაძე პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი და ისტორიკოსია. ის პაატა ბურჭულაძის გვერდით პარტიის შექმნის პირველივე დღიდან იყო.