გივი თარგამაძის ადვოკატი:  გავეცნობით მასალებს და არ გამოვრიცხავ, იყოს ახალი კითხვები

გივი თარგამაძის ადვოკატი: გავეცნობით მასალებს და არ გამოვრიცხავ, იყოს ახალი კითხვები

წავიკითხავთ, რა მტკიცებულებებია, რა აქვს გამოძიებას დღემდე შესრულებული, შემდგომ გვექნება პასუხები და არ გამოვრიცხავ, იყოს ახალი კითხვებიც", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლოდერის, გივი თარგამაძის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე პროკურატურა არ აძლევდა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას.

"ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდა პროკურატურა. გვითხრეს, რომ გვექნებოდა შესაძლებლობა გავცნობოდით სისხლის სამართლის საქმის მასალებს. რამდენიმე დღის წინ გვქონდა პრესკონფერენციაამასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა არ გვაძლევდა შესაძლებლობას გავცნობოდით, როგორც დაზარალებული მხარე აღნიშნული საქმის მასალებს. სავარაუდოდ დღეს მოგვეცემა ამის შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს უამრავი კითხვა, კვალიფიკაციიდან დაწყებული, იმ პიროვნებებთან დაკავშირებით, ვინც არიან პასუხისმგებლობაში მიცემულნი", - აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი საგანოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.