საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ აპრილის ბოლოდან იმოგზაურებენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ევროპარლამენტში განაცხადა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ბრიუსელიდან იტყობინება, დეპუტატი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კენჭისყრა იანვარში ან თებერვალში შედგება.
ასევე, ცნობილია, რომ ევროკავშირის ბეჭდურ გამოცემაში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომავალი წლის 15 აპრილამდე გამოქვეყნდება.
დღეს დროებითი შეჩერების მექანიზმზე ევროპარლამენტში დებატები იმართება, საკითხზე კი კენჭისყრა 15 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.
მამიკინსი ესწრებოდა სამმხრივ შეხვედრასაც, რომელზეც შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული საბოლოო ტექსტი შეთანხმდა. შეთანხმების ტექსტის მიხედვით, ვიზალიბერალიზაცია ძალაში ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად უნდა შევიდეს.