ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი აიღოს ”რუსთავი 2”-ის საქმეზე

ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი აიღოს ”რუსთავი 2”-ის საქმეზე

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს კარგად დაფიქრდეს და ხელი აიღოს ”რუსთავი 2”-ის საქმეზე, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს.

ოთარ კახიძის თქმით, ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის ელჩმა გაერო-ში.

"ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მართალია ამ განცხადებაზე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ის დეპარტამენტის ოფიციალური დამოკიდებულება არ იყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ამავე ტელეკომპანიის საქმეზე განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა გაერო-ში. ის შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს - ”მე შეიძლება არ მომწონდეს Fox news სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მფლობელს უნდა ჩამოვართვათ. ეს საკუთრების უფლებას ლახავს არაა სწორი, თუ ყოფილი მესაკუთრე გამოჩნდება და მოუნდება ძველი საკუთრების დაბრუნება, რომელიც უკვე გადასულია სხვის მფლობელობაში", - განაცხადა კახიძემ.