თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგიალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯომარე თამარტალიაშვილი საქართველოში UNICEF-ის ოფისის ხელმძღვანელს ლაილა ომარ განდის დაგანათლების პროგრამების სფეროში ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელს ანა ჯანელიძესშეხვდნენ.
მხარეებმა 2017 წლის განმავლობაში მუნიციპალურ დონეზე მისაღები ნორმატიული აქტებისადა მათი შემუშავების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნორმატიული აქტების შემუშავება, რომლებიცსკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიწოდებული მომსახურების მონიტორინგს, შეფასებას, ანგარიშგების სისტემების შემუშავებას, ასევე პროფესიული სტანდარტებისა დადირექტორთა პროფესიული სტანდარტების დადგენას უკავშირდება, მუნიციპალიტეტს,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ'' საქართველოს კანონისმიღების შესაბამისად დაევალა.
აღნიშნული ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტმა კანონის შესაბამისად, 2017 წლის 1 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.
შეხვედრაზე, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა, მხარეებმა ასევე სამომავლოთანამშრომლობის გზებსა და საერთო მიზნების თაობაზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, საკრებულო და განათლებისა და კულტურის კომისია იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებიც ბავშვების აღზრდა-განათლებასთანაა დაკავშირებული, UNICEF-თან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს.