სასწავლო დაწესებულებები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, სამი დღით დაიკეტება

სასწავლო დაწესებულებები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, სამი დღით დაიკეტება

14 დეკემბრიდან, ის სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის საბავშვო ბაღები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, სამი დღით დაიკეტება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს

ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის ვირუსის გამო კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაიწყო და მათ შორის არის ეს გადაწყვეტილებაც.

დავით სეგეენკოს თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბი, რათა ერთი  მხრივ განიტვირთოს სასწრაფო დახმარების მუშაობა და მან შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, ასევე შემცირდეს პაციენტთა ნაკადები პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში.

დავით სერგეენკომ მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართა..

„დღის საათებში მიმართეთ ოჯახის ექიმს და არა  - სასწრაფოს, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან, თუ არ იქნება აუცილებლობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, ხელების სისუფთავეს, რადგანაც ხელების ხშირი დაბანა არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი გრიპის ვირუსის გადაცემისაკენ“, -აღნიშნა მინისტრმა.