ილია მეორე:   ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა, შესაწირავი და აღვადგინოთ უჯარმა

ილია მეორე: ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა, შესაწირავი და აღვადგინოთ უჯარმა

მცხეთაში, სვეტიცხოველის ტაძარში ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი წირვა ლოცვა დასრულდა.

წირვის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლი დალოცა და იქადაგა.

"ჩვენ დიდ წყალობას ვხედავთ საქართველოში. უფალმა იცის ამოფრქვევა წმინდანების. აი, ასე, დღევანდელ დღეს უფალმა ინება ხსენება წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულისა, მეფისა ვახტანგ გორგასლისა, პირველი და მეორე კათალიკოსების, პეტრესი და სამოელისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის .პირველად ანდრია პირველწიდებულს მოუწოდა უფალმა მოციქულეობრივი მოღვაწეობისათვის და მან მოუწოდა თავის ძმას პეტრეს. ანდრია პირველწოდებული იყო პირველი, რომელმაც იქადაგა საქართველოში",- აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ვახტანგ გორგასლის გამეფებისა დაა ავტოკეფალიის მიღებაზეც ისაუბრა.

ილია მეორეს თქმით, დღეს ვახტანგ გორგასლის, უდიდესი მეფის სამყოფელი უჯარმაში მძიმე მდგიმარეობაშია და მოუწოდა ადამიანებს წყალობის გაღებისკენ და უჯარმის აღდგენისკენ.

"ვახტანგ გორგასლის სამყოფელი იყო უჯარმაში. დღეს სამწუხაროდ ის მიტოვებულია. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა,  შესაწირავი და უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასალისა. ღმერთმა ინებოს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს " -აღნიშნა უწმინდესმა.