საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" კინკლაობას პრეზიდენტთან, ქვეყნის ინტერესები შეეწირა.
„დღეს, როდესაც “ქართულ ოცნებას” აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კომისია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. კომისიის ლეგიტიმურობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. სამწუხაროდ, ჩვენ ოთხი წელი ვუყურებდით ,,ქართული ოცნების" შიგნით კინკლაობას პრეზიდენტთან და ამ კინკლაობას საქართველოს ბევრი ინტერესი შეეწირა. ძალიან ცუდია, რომ ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე ისევ ამ კინკლაობის რეჟიმში ვართ“,- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.