რუსეთს იაპონიასთან ტერიტორიული პრობლემები არ გააჩნია

რუსეთს იაპონიასთან ტერიტორიული პრობლემები არ გააჩნია

რუსეთს არ გააჩნია ტერიტორიული პრობლემები იაპონიასთან, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იაპონურ ტელეკომპანია Nippon TV-სთან ინტერვიუში.

„იაპონია თვლის, რომ მას ტერიტორიული პრობლემები გააჩნია, თუმცა ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების არარსებობა „წარსულიდან მიღებულ ანაქრონიზმია“. პრეზიდენტის თქმით, 1956 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა, მოსკოვსა და ტოკიოს არ გააჩნდა საბაზისო საფუძველი, რომელზედაც შეიძლებოდა ურთიერთობების შენება.

15-16 დეკემბერს, ვლადიმერ პუტინი ვიზიტით იაპონიას ეწვევა.