ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით მხარეებს შორის კინკლაობა უნდა დასრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ფორმატში ყველა უნდა იყოს ჩართული.
"საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს? საჭიროა, ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში ვმართოთ, რაც ეხება პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და პარლამენტსაც. კინკლაობას თავი უნდა დავანებოთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა, ამ ფორმატში მონაწილეობა მიეღო. ცუდია, თუ მონაწილებას არ მიიღებენ, მაგრამ კარგია, რომ სახალხო განხილვის თემად იქცეს ყველა ის საკითხი, რაც კომისიაზე გავა. ხალხი და საზოგადოება ამაში ჩართული უნდა იყოს. ეს ერთი-ორი ექსპერტის და ერთი პარტიის დონეზე არ უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.