საკონსტიტუციო კომისიის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გასაკვირი, საწყენი და არასწორია

საკონსტიტუციო კომისიის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გასაკვირი, საწყენი და არასწორია

საკონსტიტუციო კომისიის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გასაკვირი, საწყენი და არასწორია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ”ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის პოზიციას, რომ ის და მისი წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

”უმაღლესი წარმომადგენლობის მქონე ინსტიტუტისგან ასეთი განცხადების გაკეთება, როგორც მინიმუმ, გაკვირვებას იწვევს, რადგან პირველ რიგში პრეზიდენტია კონსტიტუციის გარანტი და ის ადგილი, სადაც ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს, არის პარლამენტი და ამიტომაც შეიქმნა სწორედ საპარლამენტო ფორმატში კომისია. ეს იურიდიულად ასეა და იმიტომაც არის, რომ მისი თავმჯდომარე იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. ვერავინ გამცემს იმ კითხვაზე პასუხს, პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით რამე შეიცვლებოდა თუ არა, მით უმეტეს, შესაბამის დებულებაში შეგიძლიათ ნახოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, ანუ მას ჰქონდა საშუალება ჩართულიყო სრულფასოვნად, დაეფიქსირებინა თავისი პოზიციები და არსებითად ემუშავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. გაკვირვებას იწყვევს და საწყენია მისი მხრიდან ასეთი პოზიციის დაფიქსირება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვას, მდინარაძემ აღნიშნა, რომ კარგია, თუ პრეზიდენტი ამაში მაინც ჩაერთვება. ”მათი გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია, გულდასაწყვეტია და მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება”, - განაცხადა მდინარაძემ.