ირაკლი სესიაშვილი ყველა შესაბამის სუბიექტს მოუწოდებს, ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები დროულად წარადგინონ

ირაკლი სესიაშვილი ყველა შესაბამის სუბიექტს მოუწოდებს, ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები დროულად წარადგინონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ყველა შესაბამის სუბიექტს მოუწოდებს, ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები დროულად წარადგინონ.

სესიაშვილმა კოლეგებს აღნიშნული განცხადებით, ბიუროს სხდომაზე მიმართა.

”კოლეგებო, რამდენადაც ყველას ინტერესში შედის, რომ პარლამენტის შესაბამისმა ორგანოებმა დროულად დაიწყონ ფუნქციონირება, მე მინდა ყველა შესაბამის სუბიექტს მივმართო, რომ წარმოვადგინოთ შესაბამისი კანდიდატურები დამატკიცებლად და სასურველია, რომ ნდობის ჯგუფი წლის ბოლომდე დაკომპლექტდეს, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა ორგანომ მოახერხოს ამოქმედება შესაბამისი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის. ვთხოვ ყველა სუბიექტს, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით კი, რაც მალე იქნება წარმოდგენილი კანდიდატურები, მით მალე დაიწყებს ჯგუფი მუშაობას.

თავის მხრივ, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები უახლოეს დღეებში იქნებიან წარდგენილი.